

ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ორი - ოქროს, სამი - ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ასპარეზობები 17-წლამდელთა შორის მიმდინარეობდა.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები საბა მინდიაშვილი (51 კგ.) და ტარიელ საათაშვილი (55 კგ.) გახდნენ.
ვერცხლის მედალს ლუკა დოთიაშვილი (45 კგ.), ზურა დოთიაშვილი (48 კგ.) და რატი რევაზაშვილი (71 კგ.) დაეუფლნენ.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, შაკო თვაურის (60 კგ.), გიორგი სიჭინავას (60 კგ.) და ზუკა წინამძღვრიშვილის (65 კგ.) ანგარიშზეა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება