

გორის თეატრი, 29 ნოემბერს მაყურებელს მორიგ სპექტაკლზე ეპატიჟება.
სასცენო ხელოვნების მოყვარულებს, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით დადგმულ, ამავე სახელწოდების სპექტაკლს, რეჟისორი გიორგი თენაძე წარუდგენს.
წარმოდგენაში მონაწილეობენ: მაღი არღუთაშვილი, დაჩი ბაბუნაშვილი, თორნიკე ბასიშვილი, კახა ბერიძე, ომარ ბექაური, ელენე დარჩია, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, მზიკო ტურაშვილი და ლევან ჯამბრიშვილი.
როგორც გორის თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ჩანიშნულ წარმოდგენაზე ყველა ბილეთი გაყიდულია. აღნიშნული სპექტაკლის განმეორებითი ჩვენებით დაინტერესებულ მაყურებელს კი მოუწოდებენ თვალი ადევნონ ანონსს, რომელიც თეატრის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება