

გორის მერიის თანადაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.
პროექტი, რომლის მიზანიც მოსწავლეების კითხვით დაინტერესება, კრიტიკული, შემოქმედებითი, კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაა, გორის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა.
მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს, განიხილეს წიგნები და წაკითხული ტექსტების მიხედვით გადაღებულ ფილმებთან დაკავშირებით, შეხედულებები ერთმანეთს გაუზიარეს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება