

ღვაწლმოსილი ექიმი, მეან-გინეკოლოგი ჯუმბერ გოგიაშვილი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმციას ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკა ავრცელებს.
„ქალაქს დააკლდა კეთილშობილი ადამიანი, საუკეთესო ექიმი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრების, ახლობლების და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებთ მათ“, - აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება