

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები სოფელ ხიდისთავის მოსახლეობას შეხვდნენ.
დეპუტატებმა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და პრობლემების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრის ფარგლებში, საკრებულოს წევრებმა ხიდისთავის საბავშვო ბაღიც დაათვალიერეს.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ მურალოვამ და საკრებულოს წევრებმა მსგავსი ტიპის შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე სოფელში გამართეს. დეპუტატები ტყვიავში, მერეთსა და კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება