

გორში, სტალინის გამზირზე, გარე განათების ძველი ნათურები ახალი, ენერგოეფექტური, დიოდური (LED) ნათურებით ჩანაცვლდა.
აღნიშნული სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა განახორციელეს და როგორც სააგენტოში აცხადებენ, გარე განათების დაზიანებული ნათურების შეცვლის პროცესი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სამუშაოებს კი კეთილმოწყობის სააგენტო მოსახლეობისგან მიღებული შეტყობინებების და მონიტორინგის საფუძველზე ახორციელებს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება