

გორის და ხაშურის ე.წ. ცხელების ცენტრებში მოთავსებულ 3 პაციენტს კოვიდინფიცირება არ დაუდასტურდა.
ლუგარის ლაბორატორიის პასუხები ცნობილი გვიან ღამით გახდა.
,,გორმედის“ ქსელის გენერალური დირექტორის, ვასილ ჭეიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტები სიმპტომატურ მკურნალობას გააგრძელებენ. მას შემდეგ კი, რაც სტაციონარს დატოვებენ, პროტოკოლის მიხედვით, თითოეული მათგანის მდგომარეობა გადამოწმდება 2 დღეში და შემდგომ კი - 7 დღეში.
შიდა ქართლის ტერიტორიაზე სამი ე.წ. ცხელების ზონა მოქმედებს - გორსა და ხასურში ,,გორმედის' ქსელის კლინიკებში, ქარელში კი - ,,ევექსის" საავადმყოფოში.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება