

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ 19 დეკემბერს აინთება. მოსამზადებელი სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელის - შეკრებილების საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები. ღონისძიებას მუსიკალურად სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი ( ხელმძღვანელი ნინო წიკლაური) გააფორმებს.
ნაძვის ხის მიმდებარედ მოეწყობა ატრაქციონებიც, რომლებიც პატარებს სადღესასწაულო დღეების დასრულებამდე მოემსახურება.
ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს 19:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები აანთებენ.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება