

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდმა ტურნირზე - „შავი ზღვის თასი 2025“ მესამე ადგილი დაიკავა.
საპრიზო ადგილისთვის შეხვედრაში გორელები აჭარის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 26:14 დაამარცხეს.
შეჯიბრზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: გაბრიელ გასიტაშვილი, ნიკოლოზ წერეთელი, დემეტრე მახარაშვილი, გიორგი გორგიშელი, გუგა გვიმრაძე, პაატა ჯობინაშვილი, რეზი ბრეგვაძე, ამირან ბადაშვილი და ლუკა ჩილაშვილი. სპორტსმენთა მწვრთნელები ლაშა შემშენოვი და გია მამაცაშვილი არიან.
„შავი ზღვის თასი 2025“ ბათუმში ჩატარდა. ტურნირში გორის გარდა, ბათუმის „ბსბ“, აჭარის ნაკრები, სამტრედიის, სენაკის და ერევნის გუნდები მონაწილეობდნენ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი