

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2025 წლის შიდა ქართლის საუკეთესო მუნიციპალიტეტად გორი დასახელდა.
შეჯიბრის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლე სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთო. შეჯიბრი ჩატარდა მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, გეზრბენში, მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთში, 3X3 კალათბურთში, 5X5 კალათბურთში ბადმინტონში და მხიარულ სტარტებში.
შეგახსენებთ, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი