

საქართველოს საპენსიო ფონდმა 30 ნოემბრის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია. 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით კი დაგროვებითი პენსიით 25 814 -მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 118 მლნ ლარი გაიცა.
„საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 8.0 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მლრდ ლარს მიაღწია“, - აცხადებენ საქართველოს საპენსიო ფონდში.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება