საზოგადოება
18.12.2025 14:25
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით, გორელი ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ

გორელი ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ და საკანონმდებლო პროცესებს გაეცნენ.

შემეცნებითი ვიზიტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით და ორგანიზებით შედგა და როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნეს, პროექტში სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამაში მონაწილე აქტიური მოზარდები ჩაერთნენ. საინფორმაციო ვიზიტის მიზანი კი ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, საკანონმდებლო პროცესების გაცნობა იყო.

„აღნიშნული პროგრამა „საქართველოს ლიდერთა ლიგასთან“ პარტნიორობით განხორციელდა და პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა ლიდერებმა პარლამენტის სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს, იმიტირებული კომისიის სხდომა გამართეს და პარლამენტის პლენარულ სხდომასაც დაესწრნენ. სხდომის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გორელ ახალგაზრდებს მიესალმა, მათი ინიციატივა დადებითად შეაფასა და წარმატებები უსურვა“, - აღნიშნეს გორის მერიაში.

კვირის ამბები