საზოგადოება
19.12.2025 11:25
გორის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს აინთება

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ დღეს, 19 დეკემბერს აინთება. მოსამზადებელი სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელის - შეკრებილების საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები. ღონისძიებას მუსიკალურად სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი ( ხელმძღვანელი ნინო წიკლაური) გააფორმებს.

ნაძვის ხის მიმდებარედ მოეწყობა ატრაქციონებიც, რომლებიც პატარებს სადღესასწაულო დღეების დასრულებამდე მოემსახურება.

ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს 19:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები აანთებენ.

კვირის ამბები