
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებულ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე, მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები და შიდა ქართლის 2025–2027 წლების სამოქმედო გეგმაში შეტანილი ცვლილებები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე იმსჯელეს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის“, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების“, „გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების“, სოფლის მხარდაჭერის და „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებზეც.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის სიმონ გულედანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო- საკონსულტაციო საბჭო გეგმურად, სამ თვეში ერთხელ იკრიბება.