საზოგადოება
19.12.2025 16:13
„რა? სად? როდის?“ - გორის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით, ინტელექტუალური თამაში გაიმართა

გორის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

საგანმანათლებლო აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით ჩატარდა, რომელშიც, ჯამში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 85 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, პირველი ადგილი გორის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორეზე მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მეათე საჯარო სკოლის გუნდის ანგარიშზეა.

გამარჯვებული გუნდები სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს, თამაშის ყველა მონაწილეს კი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში, გუნდის - „დასი 13“-ის წევრებმა საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს.

ინტელექტუალურ თამაშს გორის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე, მერიის კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კვირის ამბები