

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ მურალოვა, საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ ნიქოზში იმყოფებოდა.
დეპუტატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, მათ საჭირობებებს გაეცნენ და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
„მოსახლეობასთან შეხვედრებისას მუნიციპალიტეტის სოფლებში ის საკითხები იკვეთება, რომლის მოგვარებაც ადგილობრივებს სურთ. მაცხოვებლებმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სასმელი წყლის მიწოდებაზე ისაუბრეს. აღნიშნული საკითხების მოგვარება მომავალი წელს დასრულდება“, - აღნიშნა თამარ მურალოვამ.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ მურალოვამ და საკრებულოს წევრებმა მსგავსი ტიპის შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე სოფელში გამართეს. დეპუტატები ტყვიავში, მერეთში, კარალეთის დევნილთა ჩასახლებასა და შინდისში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი