

მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისი 28, 29, 30 და 31 დეკემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.
რაც შეეხება განრიგს, მატარებელი 28, 29 და 30 დეკემბერს თბილისიდან 10:50 და 00:30 საათებზე გავა და მგზავრები ბათუმში, შესაბამისად, 16:40 და 06:07 საათზე ჩავლენ.
ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი რეისები 18:30 და 00:45 საათებზე შესრულდება მატარებელი დედაქალაქში კი 23:50 და 06:05 საათებზე იქნება.
გარდა ამისა, 31 დეკემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 00:30 საათზე გავა (ჩასვლა 06:07 საათი). ბათუმიდან კი, დამატებითი რეისი 00:45 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 06:05 საათზე იქნება.
მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდის და აპლიკაციის, ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეძლებენ.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება