

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქის მასშტაბით გამწვანებული ზოლები, დასასვენებელი და სპორტული სივრცეები დაასუფთავეს.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, გორის რეკრეაციული სივრცეების დასუფთავებასთან ერთად, მოირეცხა მიწისქვეშა გადასასვლელები და გაიწმინდა საკანალიზაციო სისტემებიც.
„მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკანალიზაციო სისტემები გაიწმინდა სოფელ ხიდისთავში. სააგენტოს თანამშრომლებმა, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები დაასუფთავეს ხელთუბანსა და ტყვიავში“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება