საზოგადოება
24.12.2025 15:12
ზეღდულეთის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა

სსიპ - მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 20-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; გააჩნდეს განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება; ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 400-480 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 26 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 15 იანვარია მითითებული.

კვირის ამბები