საზოგადოება
24.12.2025 17:00
გიორგი კანდელაკს აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო პირობებით შეეცვალა და სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

ცნობილი გორელი სპორტსმენი და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი, რომელიც დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და უაქციზო სიგარეტის საქმეზეა ბრალდებული, პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გიორგი კანდელაკის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, კანდელაკს საპატიმრო პირობები, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით ჰქონდა შეფარდებული, 200 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

ინფორმაციისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. დაკავებულებს  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ.

 

კვირის ამბები