

29 დეკემბერს გორში საახალწლო საოპერო გალა-კონცერტი ჩატარდება.
ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს.
მსმენელის წინაშე თბილისის საოპერო თეატრის სოლისტები, ამავე თეატრის გუნდი და ორკესტრი (დირიჟორი: ლევან ჯაგაევი) წარსდგება.
საახალწლო საოპერო გალა-კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი