

დღეს, 25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თარიღი ყველა იმ მოქალაქეს მიულოცა, ვინც შობას დღეს ზეიმობს.
„ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.
ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთვის, მაცხოვრის შობას - გამორჩეულ ქრისტიანულ დღესასწაულს 25 დეკემბერს, კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად, ევანგელურ-ლუთერული, სახარების რწმენის, „ხსნის არმია“, ევანგელურ-პროტესტანტული და ბაპტისტური ეკლესია აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება