

ძიუდოში გამართული საქართველოს ჩემპიონატი გორელმა სპორტსმენმა გოგონებმა ოთხი მედლით დაასრულეს.
მოპოვებული მედლებიდან ერთი - ოქროს, სამი კი ბრინჯაოს სინჯისაა.
საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მარი მახარაშვილი დაეუფლა. სპორტსმენი 70 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
თამარ გიგოლაევმა (48 კგ.), მაია ბიძინაშვილმა (63 კგ.) და დალი მაზანაშვილმა (70 კგ.) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
საქართველოს ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება