საზოგადოება
26.12.2025 11:12
გორში, საშობაო სოფელში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თეატრის მიმდებარედ - საშობაო სოფელში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

სადღესასწაულო საღამოები 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს როგოც ადგილობრივი, ასევე მოწვეული შემსრულებლების გალა-კონცერტებს. პატარებისთვის კი არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

რაც შეეხება პროგრამას, „გორის მაცნე“ დეტალურად გთავაზობთ:

26 დეკემბერი - ბენდი „soft wave“ (19:00 სთ);

27 დეკემბერი - თანამედროვე ცეკვის კონკურსი „just dance“ ზღაპრის გმირებთან ერთად (19:00 სთ);

28 დეკემბერი - ანიმატორების გასართობი აქტოვობები (19:00 სთ);

29 დეკემბერი - საახალწლო საოპერო გალა-კონცერტი (19:00 სთ);

30 დეკემბერი - ანიმატორების გასართობი აქტოვობები (19:00 სთ);

31 დეკემბერი - საქართველოს მთავრობის ორგანიზებული საახალწლო გალა-კონცერტი (21:00 სთ);

6 იანვარი - ოჩოფეხების შოუ (19:00 სთ);

8 იანვარი - სპორტული აქტივობები (19:00 სთ).

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები