

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარს საახალწლო ნობათი გადაეცემა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან სურსათის პაკეტებს 400-მდე შეჭირვებული ოჯახი მიიღებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ვეტერანების, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად საახალწლო ნობათი გადასცა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება