

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ახალგაზრდული ფორუმი 2025” გაიმართა.ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ჯგუფებად მუშაობდნენ და ახალგაზრდების საჭიროებებზე პრეზენტაციები გამართეს.
გახსნის ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე, საკრებულოს წევრი დავით კუპრაძე და მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
„ახაგაზრდული ფორუმი 2025” გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ პანონიმას თანადაფინანსებით განხორციელდა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება