

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადი 2026 წელსაც დაუსუბსიდირდებათ - აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები, რომლებიც მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა.
კერძოდ, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 ათასამდეა.
ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 თვის განმავლობაში, ყველა სხვა შემთხვევაში კი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველთვიურად, მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ.სთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირებით ისარგებლებს, რაც 1 კვტ.სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით განისაზღვრება.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება