

გორელი დავით მაღალაშვილი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მაღალაშვილმა გასულ წელს აღსაზრდელთა მიერ მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე მოიპოვა.
მაღალაშვილის მოსწავლეებმა 2025 წელს არაერთ ტურნირზე იასპარეზეს. აღნიშნულ სპორტის სახეობაში გამართულ ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე ჩემპიონები და საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება