

სსიპ - გორის №4 საჯარო სკოლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 15-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს ტრენინგები ინკლუზიური განათლების შესახებ.
რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 250-285 ლარით განისაზღვრება.
მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 29 იანვარს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 2 თებერვალია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება