

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ახალი გრაფიკით ხვალიდან, 29 იანვრიდან იმოძრავებს.
რაც შეეხება განრიგს, თბილისიდან მატარებელი 08:25 საათზე გავა, მგზავრები ოზურგეთში 15:37 საათზე ჩავლენ. ოზურგეთიდან კი რეისი 08:35 საათზე შესრულდება და მატარებელი დედაქალაქში 15:59 საათზე იქნება.
მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდის და აპლიკაციის, ასევე საქართველოს რკინიგზის სალაროებში და პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეძლებენ.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება