

საგზაო მოძრაობის რეგულირების და უსაფრთხოების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში თანამშრომლები საგზაო ნიშნებს და მონიშვნებს, ასევე ბოძკინტებს აახლებენ და ამონტაჟებენ. გარდა ამისა, სხვადასხვა ლოკაციაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებიც ეწყობა.
„საგზაო უსაფრთხოების მიზნით ჩატარებული სამუშაოების გარდა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების ღონისძიებებიც აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, წესრიგდება საერთო სარგებლობის სივრცეები და მიმდინარეობს ხეების გადაბელვა“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება