

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონი 28 თებერვლიდან დაიწყება.
ლიგის ფარგლებში, გორის „დილა“ პირველი ტურის მატჩს 1-ელ მარტს გამართავს. თამაში 21:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი გორის „დილამ“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილით დაასრულა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება