

გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარეგანათების სისტემების განახლება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომლებსაც მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს, ძველი ნათურები ახალი, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობისგან მიღებული შეტყობინებების და მონიტორინგის საფუძველზე ახორციელებენ.
რაც შეეხება ლოკაციას, სადაც ამჯერად გარეგანათების დაზიანებული ნათურები შეიცვალა, გორში მდებარე ნინოშვილის ქუჩაა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება