

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, გზის საფართან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სამუშაო 1 590 მეტრ გზის მონაკვეთზე შესრულდება.
პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 912 260 ლარია.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 6 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.
ტყვიავში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება