

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ მეღვრეკისში გზის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ საპროექტო მონაკვეთის სიგრძე 1 300 მეტრი, გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 716 620 ლარია. რაც შეეხება სატენდერო წინადადებების მიღება-დასრულების ვადებს, 6 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მეღვრეკისის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება