

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - კარალეთის და გარეჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 2 500 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთს ჩაუტარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სატენდერო ღირებულება 1 845 522 ლარს შეადგენს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი. წინადადებების მიღება ხვალ, 11 თებერვალს დასრულდება.
კარალეთის და გარეჯვრის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება. 2026 წელს აღნიშნული ფონდის თანადაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება