

გორის სპორტის სასახლე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.
საშეჯიბრო ნაწილი 9-13 მარტს ჩატარდება. ასპარეზობები 15-წლამდელთა შორის გაიმართება და მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება დაჯილდოებას, საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.
ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. შეჯიბრის მიზანს სპორტის აღნიშნული სახეობების პოპულარიზაცია, გაფართოება და 15-წლამდელთა ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება