

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით თევზაძემ ფრენბურთის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, გორში შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მოადგილე თორნიკე ფხაკაძე, სპორტის სამსახურის და ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა ეროვნულ ლიგებსა და ჩემპიონატებში ადგილობრივი გუნდების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება