

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე ხორციელდება, შესაბამისი სამუშაოები კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
რაც შეეხება პროექტს, შემუშავებული გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია ფანჩატურის, ატრაქციონების, დეკორატიული ფილების, ბორდიურების და ღობის მოწყობა. პროექტი, რეკრეაციული სივრცის პერიმეტრზე, ასევე, განათების მონტაჟს ითვალისწინებს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება