
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში პროექტების და ღონისძიებების ერთობლივ განხორციელებაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას, მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას და სხვადასხვა სოციალური და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელებას უკავშირდება.
როგორც რწმუნებულმა სიმონ გულედანმა აღნიშნა, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოქალაქეების საჭიროებებზე დროულ რეაგირებას.
შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებებს და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია რეგიონში ახალი ინიციატივების განხორციელებისა და უკვე არსებული პროგრამების გაფართოებისთვის.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მოსახლეობის მხარდაჭერაზე ორიენტირებულ საქმიანობას.