

ფოლკლორის ცენტრის გუნდის და სალოტბარო სკოლების მონაწილეობით, გორში, დღეს, 12 მარტს, კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებას გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს და ორგანიზატორების ინფორმაციით, ერთობლივ კონცერტზე საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული სიმღერის და ტრადიციული გალობის გამორჩეული ნიმუშები შესრულდება.
საღამო, რომელიც კულტურის სამინისტროს და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზატორობით ტარდება, 18:30 საათზე დაიწყება.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება