

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამელიორაციო არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს და როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ამ ეტაპისთვის სარწყავი არხები დანალექი გრუნტის და მცენარეული ნარჩენებისგან უკვე გაიწმინდა სოფელ რეხასა და კვარხითში.
„სამელიორაციო არხების წმენდასთან ერთად, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებზე წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უწყვეტად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდის სამუშაოებიც“, - აცხადებენ სააგენტოში.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება