

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის გორშიც, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეა დაშვებული.
93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე (ერისკაცობაში - ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი) 17 მარტს ღვთივმიიცვალა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება