

გორი-მეჯვრისხევის გზაზე ცოტა ხნის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა.
სოფელ კვარხითის სიახლოვეს მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთი - 22 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, მეორე კი, 20 წელს გადაცილებული მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, დაშავებულის ახლობლების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება