

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ ბოჭორიშვილი დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის რიგით 63-ე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
გორელი სპორტსმენი 57 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი რომან ხუჩულიანი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ნიკოლოზ ბოჭორიშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის საერთაშორისო ტურნირი ბულგარეთის ქალაქ პლოდვივში ჩატარდა. შეჯიბრი ქართველმა სპორტსმენებმა ორი მედლით დაასრულეს. ბრინჯაოს მედალს ლევან ქელეხსაშვილი (70კგ.) დაეუფლა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება