სპორტი
31.03.2026 15:46
მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლების გუნდები ხელბურთში რეგიონული პირველობის გამარჯვებულები გახდნენ

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ხელბურთში შიდა ქართლის პირველობა გაიმართა.

შეჯიბრში გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, გორის მეხუთე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი რეგიონის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ფინალში გორელებმა დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის №2 საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხეს.

გამარჯვებული გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ლუკა ჩილაშვილი, თამაზ მღებრიშვილი, რეზი ბრეგვაძე, ნიკა კაპანაძე, გიორგი საათაშვილი, გიორგი ასკილაშვილი, მიხეილ ციცაგი და ანდრო მიხელიძე.

გოგონათა შორის გამარჯვებული გორის №6 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება. რეგიონული თამაშები სპორტის 7 სახეობაში ტარდება: ბადმინტონში, ხელბურთში, ფრენბურთში, მძლეოსნობაში, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და 3x3 კალათბურთში.

გორი შეჯიბრებებს გეზრბენში, ფრებნურთსა და ხელბურთში მასპინძლობს. დანარჩენ სპორტის სახეობებში ტურნირები ქარელის, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში იმართება.

რეგიონული ეტაპი ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ მონაწილე გუნდები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად იბრძვიან“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები