

გორელმა სპორტსმენებმა ტალინის ღია პირველობაზე ექვსი საპრიზო ადგილი დაიკავეს.
ასპარეზობები 15-წლამდელთა შორის მიმდინარეობდა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ტურნირის გამარჯვებულები ლუკა დოთიაშვილი (44 კგ.), ზურაბ დოთიაშვილი (48 კგ.) და გიორგი ლობჟანძე (52 კგ.) გახდნენ. მეორე ადგილს ედუარდ მანველიშვილი (75 კგ.) და ანდრია დოიჯაშვილი (85 კგ.) დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედალი კი ნიკა გაგლოშვილის (38 კგ.) ანგარიშზეა.
საპრიზო ადგილებზე გასულ გორელ სპორტსმენთაგან ხუთი - ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. ნიკა გაგლოშვილი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.
ტალინის ღია პირველობა საქართველოს 15-წლამდე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ჯამში, 14 მედლით დაასრულა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება