

ცოტა ხნის წინ, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 10 წლის ბავშვი დაშავდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში თანატოლებთან ერთად ბურთით თამაშობდა და გზის საავტომობილო ნაწილზე ბურთს გაეკიდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
მოზარდის ახლობლების ინფორმაციით, დაშავებული ბიჭი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იგეგმება დაშავებულის რეფერირება თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება