

16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობაზე სამი გორელი სპორტსმენი იასპარეზებს.
ქვეყნის ღირსებას გორელთაგან თამარ გიგოლაევი (48 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) დაიცავენ.
ევროპის ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილს ერთი ოქროს (2013 წ.), ორი ვერცხლის (2016, 2020 წწ.) და ორი ბრინჯაოს მედალი (2012, 2024 წწ.) აქვს მოპოვებული.
რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, ძიუდოისტი 2016 და 2024 წლებში ოქროს მედლებს დაეუფლა. 2021 წელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
19 წლის თამარ გიგოლაევი კონტინენტის პირველობის დებიუტანტია.
ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 46 ქვეყნის 405 ძიუდოისტი მიიღებს. საქართველო ძიუდოში კონტინენტის პირველობას მეორედ მასპინძლობს, პირველად ევროპის ჩემპიონატი 2009 წელს ჩატარდა.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის