საზოგადოება
15.04.2026 16:19
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლები დიცის საბავშვო ბაღს ესტუმრნენ

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი გიორგი შათირიშვილი მოადგილესთან და მეთოდოლოგიური დარგის სპეციალისტებთან ერთად, სოფელ დიცის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.

ღონისძიება დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. სტუმრებმა 5-6 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებთან მშობლიური ენის მნიშვნელობის და მისი უნიკალურობის შესახებ ისაუბრეს. მოეწყო სხვადასხვა აქტივობაც.

საქართველოში დედაენის დღე ოფიციალურად 1990 წლიდან აღინიშნება.

კვირის ამბები